ენერგიული, თავის გამტანი, დამოუკიდებელი, საზრიანი, მიზანსწრაფული, გზის გამკვალავი, ძლიერი, იმპულსური, თავნება, ახირებული, ცვალებადი, უხეში, მერყევი, თვითდაჯერებული, ეგოცენტრული ვარ. ყველა საშუალებით ვცდილობ პირველი ვიყო. ვერ ვიტან მარტოობას. ძალზე განვითარებული მაქვს სამართლიანობის გრძნობა, ვგიჟდები როცა ადამიანს ფსიქოლოგიურ დახმარებას ვუწევ, მიყვარს რჩევა-დარიგებების მიცემა.
ინტელექტუალური, ინიციატივიანი, ადამიანებზე, საქმეზე, გარემოებაზე მორგების უნარის მქონე ვარ. გონების და ხელების სიმარჯვით გამოვირჩევი. ცვლილებები და გარდაქმნები, გარდატეხები და გადანაცვლებები ცხოვრებაში სხვა ადამიანების სურვილის გამო ბევრჯერ მქონია. ხშირად პოეტური გზით მივდივარ. არ ვითვალისწინებ დეტალებს და განცდებზე ვარ ორიენტირებული. კარგი მსმენელი, თბილი მოსაუბრე და საკმაოდ ტაქტიანი ადამიანი ვარ, ყოველთვის ვცდილობ არ ვაწყენინო სხვას. შესაძლოა მატყუარაც ვიყო, მაგრამ ამას სიბოროტით როდი ვაკეთებ, მარტივად მსურს სხვებმა თავი კომფორტულად იგრძნონ. საოცრად მეოცნებე ვარ. ცუდად ვიღებ ცივ დამოკიდებულებას ადამიანებისგან...გადაწყვეტილების მიღებისას უნდა დავეყრდნო ინტუიციას და არა ლოგიკას ან ფაქტებს.
არაორგანიზებულიც ვარ, ხშირად გაურკვევლობაში ვვარდები. ჩემი გეგმები შესაძლებელია უტოპიად მოგეჩვენოთ...სამაგიეროდ ექსტრაორდინალური ვარ. დიდი რწმენა გამაჩნია. მალე მწყინდება ყველაფერი. გაბრაზებისას იარაღად სიტყვებს ვიყენებ და ვცდილობ სხვებზე ინტელექტუალი გამოვჩნდე. დებატები ჩემი საქმეა. ვცდილობ ვიყო ნაკითხი და ინფორმაციის მოძიებით დავამარცხო „მტერი“. ჩემი ენერგია ძირითადად ნერვულ სისტემებს ეხება. ცოტათი დაბნეული და დეზორიენტირებული ვარ. მუდამ მჭირდება ტემპის ახალი ცვლილებები, რათა ახალ ენერგეტიკულ დონეზე გადავიდე. როდესაც საკეთებელი არაფერია თავს ამოწურულად ვგრძნობ, მაგრამ თუ არის დიდი რაოდენობით საინტერესო რაღაცეები ელექტროგენერატორად ვიქცევი :). ვრეაგირებ მოწყენილობაზე ფიზიკური რეაქციით. გაბრაზებისას სიტყვებს ''იარაღად'' ვიყენებ, ენამწარე და სარკასტული ვხდები. ფაქტობივად, დებატები ჩემი სპეციალობაა. სადაც გამარჯვებას გონებამახვილური არგუმენტებით ვაღწევ. საკმაოდ მოუსვენარი ვარ და საერთოდ ჩემი ნევროზულობა და მოუსვენრობა არის საფუძველი ჩემი ფიზიკური აღმა და დაღმასვლის. ადვილად ვერგები ცვლილებებს, ხშირად ვეჭიდები ერთდროულად რამდენიმე პროექტს, თუმცა ხანგრძლივი დაინტერესება რაიმეთი ჩემი სფერო არაა. კარგი იქნება თუ ენერგიის გაფანტვას კი არა კონცენტრირებას ვისწავლი. მძულს, მეზიზღება რუტინა...
ამბიციური, ხშირ შემთხვევაში სერიოზული ადამიანი ვარ, პასუხისმგებლობის უდიდესი შეგრძნებით. შემიძლია წლებით ადრე დანახვა საკითხების და მითითება, თუ რომელი გზაა მართებული. ექსცენტრიულს, მიყვარს ცვლილებები სამუშაოსა და გარემოცვაში. ხშირად იმპულსურიც ვარ, შეიძლება ვიმოქმედო მანამდე, სანამ დავფიქრდები. მიდრეკილი ვარ რადიკალიზმისაკენ. კარგად შემიძლია ამბიციების, თავისუფლებისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების ბალანსირება. არ მეშინია პრობლემების. ადამიანების განსხვავებულობის მიმართ ტოლერანტული ვარ, არ მაქვს პრობლემა ისე მოვექცე მათ, როგორც თანასწორთ. კარგად ვართმევ თავს, ისეთ საქმეებს, სადაც პუბლიკის მხრიდან ნდობაა საჭირო. ჩემი გონება ლოგიკური, ნათელი და ძლიერია.
საკმაოდ მკაცრი და მდგრადი ვარ. ასე ვთქვათ ქვეცნობიერად, შიგნით, თუმცა იმდენად ღრად, რომ ხანდახან ვერც ვამჩნევ. ინტუიცია საკმაოდ განვითარებული მაქვს.. ქარიზმულობას და ცოტა აგრესიასაც შემამჩნევ. ასევე ინტუიციასთან ერთად შეიძლება წინასწარმეტყველური სიზმრები ვნახო და არამარტო სიზმრები. მე იმ პერიოდში დავიბადე, როდესაც იბადებოდნენ ადამიანები ემოციური სირთულითა და სიღრმით. ჩემი ცხოვრება იდუმალებითაა სავსე.
ზამთარში დეპრესია მეწყება. არ მიყვარს სიცივე და თოვლი. ვცდილობ სულ სახლში ვიყო თბილად და კომფორტულად. არც ფრიგიდული ადამიანები მიყვარს. მიმაჩნია, რომ თუ გიყვარს ადამიანი, მისდამი სითბოს გამოხატვაც უნდა შეგეძლოს. ალბათ ეს ერთგვარი კომპლექსია ან სხვა რამ, რასაც ვერ ვხსნი. მრავალსახოვნად მაღიზიანებს თავხედი, ნაგლი და "მე მზე ვარ" ადამიანები, რომლებიც თავიანთი უზრდელური სითამამით მეტენებიან და ცდილობენ მარტივად მიიღონ ის, რაც სურთ ...არც იოცნებონ :) მათთვის ჩემი სივრცე დახურულია! ვგიჟდები ერთგულ, კეთილ და უბოროტო ადამიანებზე, რომლებსაც თვალებში ერტყობათ ბავშვური გულუბრყვილობა. ვაფასებ მათ და პატივს ვცემ. კატასავით მიყვარს სითბო, სხვების დახმარება, მაქსიმალურად დავეხმარები მათ ვისაც დახმარება სჭირდება, მაგრამ მთავარია ჩემი გარჯა დაინახოს ადამიანმა. ჩემთვის ელემენტარულად მადლობის თქმაც კი საკმარისია, რომ თავი კმაყოფილად ვიგრძნო. სამწუხაროდ ძალიან ფიცხი ვარ, გაბრაზებისას ისეთ სიგიჟეს ჩავიდენ ხოლმე, რომ მერე ვნანობ... არ შემიძლია მოთმენა და საათობით ლოდინი, ყველაფერი მოცემულ მომენტში უნდა დამთავრდეს, იმის მიუხედავათ, იქნება შედეგი დადებითი თუ არა. მთავარია ის რაღაც დამთავრდეს :) მაქსიმალისტი ვარ, ყველაფერს გავაკეთებ ჩემი მიზნისთვის, რომ შემეძლოს ალბათ მთასაც გადავდგამდი :)
მიყვარს მოძრაობა, ადამიანებთან კომუნიკაცია. ვერ ვეგუები დუნე ცხოვრებას. მაინტერესებს ბევრი რამ. განსაკუთრებით მედიცინა. ნებისმიერ დაავადებას ვუკირკიტებ, ვსწავლობ და გადავდივარ მედიკამენტებზეც. მათ ანოტაციას ერთი ამოსუნთქვით ვკითხულობ. შესაძლოა იფიქროთ, რომ მოწოდებით ექიმი უნდა გამოვსულიყავი, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს მხოლოდ ჰობია. საოცრად იპოქონდრიული ვარ:( სხვის ტკივილს ლამის მეც უმიზეზოდ ვგრძნობ. სამაგიეროდ ჩემი ცოდნა მედიცინაში, ბევრ კითხვაზე პასუხს მაძლევს.
24 საათიდან მინიმუმ 12 საათი ვოცნებობ. კარგი რამეა ოცნება, ადვილად მოსახელთებელია :) ერთფეროვნება მძაგს. ყველაფერი ახალი, უცნაური და საინტერესო მიზიდავს.... კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია მუსიკა, რომლიც გარეშეც ვერ ვარსებობ. განსაკუთრებულად მძიმე, "სტრანი", არაორდინალური მუსიკა მიყვარს. მაგალითად sigur ros...
გაგრძელება იქნება :)



