Saturday, July 3, 2010

ლიტოტა

  ზოგჯერ სურვილი მიჩნდება, ჩემი სულისა და სხეულის კონფიგურაცია ფურცლებს მივანდო. ეს საუკეთესო საშუალებაა ჩემი თავი სხვა სიბრტყესა თუ განზომილებაში დავინახო.

  ჩემთვის ინდივიდის ჰაბიტუსზე მეტად,  არსებითი -  სულიერი ველია. ფოკუსირება შინაგან ასპექტზე ხდება. ინტელექტუალიზმის შიმშილი არ უნდა მაწუხებდეს. რაციოს სემინალურ-კრეატიული  მუშაობა  ურთიერთობის კომფორტის განმაპირობებელი ფაქტორია.

  რასთან შემიძლია ჩემი იდენტიფიცირება მოვახდინო?  სული ზღვას ჰგავს, ძალიან ხშირად ეს ზღვა აღელვებულია, თავის ადგილს ვერ პოულობს , აბობოქრებული იბრძვის და დესტრუქციულად იქცევა.  სწორედ დისფორია იქვევს მის ალარმ-რეაქციას, შფოთვას.

  აღარ ვიცი რამდენად შეუძლია ჩემს სულიერ მდგომარეობას რეზისტენტობის შენარჩუნება.  ყველაფერი თითქოს სიმულტანურია, მაგრამ რეალურად პერმანენტულ ხასიათს იღებს.

 და ეს მოუხელთებელი თვითრეგულაცია!

  ადამიანები ჩემს უკიდეგანო ოკენეში ცურავენ,  ყინულოვანი წყლის შეხება სიამოვნებთ და  ასე გრძელდება მათი  წყალში ტივტივი. ხან ძალიან სცივათ, ხანაც ოკეანისეული სითბო აგიჟებთ.  არ შორდებიან, არ ეშვებიან წყალს, თითქოს მათი ცხოვრების მამოძრავებელი ძალა წყალში ჰპოვესო... მაგრამ პრობლემა დილეტანტიზმია. ძალიან ცოტა თუ ცდილობს ოკეანის სიღრმეში შემოსვლას, მიმოფანტული მარგალიტების შეგროვებას. სწორედ ამ მიზეზით,  ეს ოკეანე იძულებულია მეტამორფოზდეს...  ბავშვობიდან ვერ ვიტანდი დილეტანტიზმს...

  და მე ისევ  ჩემს ლიტოტაში ვეხვევი.. იდეაფიქსების ტყვეობაში მყოფი,  ვერცხლისფერ ცას შევყურებ.

 აუტოსუგესტია   ფსევდო ემოციების პროვოცირებაში მეხმარება.

  უდაბნოს ვგავარ, თავგზაარეულს. ამდენი უაზრო ლაბირინთები სიგიჟის ზღვარზე მაყენებს და მაინც ამ ლაბირინთებში დაკარგვა მიწევს მეც და ალბათ შენც.ვიცი შენც ჩემსავით  მილიარდობით უცნაურ იდეებს ეპოტინები.  გიყვარს მისტიკა და არაორდინალურობა.  ჩემი ქიმიური მუსიკა გესმის, ჩემს მეტაფიზიკურ სამყაროს ხედავ და ბრმად არ მიუყვები შოსეს.

 ნეტავ ამოკი გარდაუვალია ?

1 comment:

Anonymous said...

zalian momewona! :)