Sunday, July 4, 2010

"მეს" დეზინტეგრაცია

  ჰაბიტუსი? - გულუბრყვილო ფიზიონომია მაქვს. ინდივიდუალისტური ხასიათით გამოკვეთილი. დინჯი, სერიოზული, გულჩათხრობილი ვარ, ზოგჯერ ბავშვური.  და მაინც, ჩვენ ყველანი სიკვდილამდე ბავშვები ვრჩებით, უბრალოდ გარეგნობა იცვლება, გული კი ბავშვივით გვიცემს.  სულიერად არ ვბერდებით! სხვა დანარჩენი ბერდება, გარემო იცვლება. 

 საზოგადოებრივი ზიზღის სადგისები სულიერ სიცივეს, ცივ ცნობისმოყვარეობას, მომაკვდინებელ მოწყენილობას,გიჟურ მგრძნობიარობას,ავადმყოფურ თავმოყვარეობას და მშრალ სევდას ბადებს. დრო გადის, რა უნდა ვიღონოთ სიგიჟის ზღვარს რომ არ მივუახლოვდეთ?

 ენთუზიაზმის შეტევები ეგზალტირებულს მხდის. მწარე ოცნება და ვულგარული ფრაზები დაჰფოფინებენ რაციოს ხვეულებს. ჩემი ფენომენის ზღვაში მცურავი “მე” ცხოვრების ტკბილი საზიზღრობით, ბანჯგვლინი სიმართლითა და პრაქტიკული უსუსურობით არის გაჯერებული. სადღაც სურვილის კონვულსიებში  ფსევდოპათოსი და გულისამრევი სენტიმენტლობა ფეთქავს. 

  ფსიქოლოგიური დისტანციით, ყინულოვანი თვალებით, სულიერი კავშირისა და ერთგულების ქიმერებით წარმოსახული ფიქრები კი სულს ღაფავენ.ჩემი ქოლერიკული ქარიზმა შინაგანი პროსტრაციით დაიღლა. არსებული კლიშეები, ეფემერული სიცოცხლის განდა, ფიქრთა კომუტაცია, ტურბულენტური სული ტრივიალური ცხოვრების ბაზისად გვევლინება. 

  მაღიზიანებს ადამიანთა ოდიოზური საქციელი, თითქოს ეს რეპელენტური მანერები  ნუგატორული ნიუანსებია, თუმცა ხშირ შემთხვევაში  ურთიერთობაში ობსტრუქციებს, სიძულვილის გენერაციას, ურგენტულ ტონს, ლაბილურ-ისტერიულ ხასიათს, გრძნობათა პაროქსიზმს, სულიერ დეზორგანიზაციას, სტაზურ მდგომარეობას ბადებს,  ასევე ახშობს ჰუმანიზმს. არადა ჰუმანიზმი ადამიანურობის მამოძრავებელი საყრდენია, მთავარი კრიტერიუმი პიროვნების შეფასების დროს.

No comments: