Tuesday, July 6, 2010

აპათია

 რამდენი ხანია ნავთსაყუდელს ვეძებ ამ უაზრო მზისქვეშეთში.. ვინ იცის რამდენჯერ მოვხვდი გაუცხოების ქსელში და ვგრძნობ ჯერაც ვერ გმოვსულვარ ახლართულ-ჩახლართული კვანძიდან.. გამოვიძერწე ნონ-პლუს ულტრა წინააღმდეგობრივი პიროვნება და აღარ ვფიქრობ ეს ჩენთვის საზიანოა თუ არა.. 

 რამდენი დენატუირებული ადამიანი გვახვევია ირგვლივ, მიმოვიხედოთ, რამდენი საინტერესო და პარადოქსული კაზუსები რეალიზდება დროის ნებისმიერ მონაკვეთში. ეს ჩემი პათეტიკა კიდევ აუტანელია.

 სრული კარტ-ბლანში საკუთარ თავს სამოქმედოთ. რა თქმა უნდა არსებული ცხოვრებისეული სტატუს-კვოს შეცვლა თუ გსურს, თუ არადა ეკამათე შენს მეორე მეს და არ გამოხვიდე აბსტრაქტულს გარეთ. ვიცი, დავიბადე ტაბულა რაზა. რა ხდება დღეს?  სანამდე შევივსე?? პროგრესირებს რაციო თუ რეგრესირებს? 

 ჰაერი თითქოს ამორალობის მიკრობებით გაჯერდა და სუნთქვას მიბრკოლებს..დამეღალა გონება აღარც ვფიქრობ დასმულ შეკითხვებზე.. ნეტავ თუ არსებობს ადამიანი რომელსაც არანაირი კითხვა არ უჩნდება? როგორ აღიქვამენ ეგეთები მოვლენებს? 

   ჩემი მედიტაციის ბოლოს, მართალია ეს დამახინჯებული მედიტაციაა მაგრამ სინდისი მქენჯნის, მე ვგრძნობ სულიერ დისკომფორტს მაშინ  როცა მსოფლიოში უამრავი სიკვდილის პირას მყოფი ადამიანია, ვიღაცას ამ წუთას უსაზღვროდ უჭირს,    სადღაც ქვემეხები უშენენ მოსახლეობას, იღუპებიან ბავშვები. ვიღაცას თავშესაფარი არ აქვს და ხელგამოწვდილი ითხოვს დახმარებას. და ამ ყოველივეს შემდგომ მაქვს უფლება მქონდეს პრეტენზია რომ ეს სამყარო არ მაკმაყოფილებს???

2 comments:

Tornike said...

ნონ-პლუს ულტრა წინააღმდეგობრივი პიროვნება-is gamoweras ajobebs imis naxva vinc shedlebs agiqvas shenshi sheqmnili warmoudgeneli energia.
momwons tu rogor xatav emociebs ..x

there is no end. there is no bigining.there is only the infinite passion of emotions, fantecy and love

Marika said...

ჩემს აბსტრაქტულ ენერგიას მხოლოდ მე ვგრძნობ და რთულია სხვისთვისაც ხილვადი გავხადო..:]