Friday, May 27, 2011

ფატა-მორგანა

 ადამიანობის ციტადელი უდრის ჰედონიზმს, აი გასაღები ამ საუკუნის ღირებულებისა.  ფიქრები ისევ დელირიუმის დიფუზიურ სამყაროში, შინაგანი აბულიის მდგომარეობაში დახეტიალობსსულ მგონია ცაიტნოტში ვარ გაჭედილი.

  დედამიწაზე ბევრი რამ მაინტერესებს და მრავალფეროვან ინტერესთა დიაპაზონი ელვისებურად იზრდება. სამყაროს კუნჭულებში წვდომის სურვილი საოცრად გამიმძაფრდა.

 ეს ცხოვრება ტრანსით, ტონუსური დღეებით, ტოტალური სიყვარულის ბაქტერიებით არის გაჟღენთილი. ჩემში მიძინებული  სულიერი ფლეგმა ისევ იღვიძებსსად ვეძებო ტრამპლინი და საერთოდ სად გადის ცხოვრების სუბსტანციის ვექტორი?

 ჩემს ჰორიზონტზე ისევ ჩნდება სპორადული ფიქრები, სკეპტიკური აზრები, არაადეკვატური ქცევის კონტურები. ისევ უცნაური კითხვები დასტრიალებენ ჩემს გონებასრა იწვევს გულთა სინკრეტიზმს? ადამიანთა იდილიურ ორთობიოზსუძილობის უნაზეს ყვითელ ცხენებს

  აპოკალიფსური სევდა მომაწვადისკრეციულად ვუდგები მოვლენებს, ადამიანებს.
ჩემს პლანეტარულ სისტემაში ვარსკვლავებიც კი აბნეულნი დახეტიალობენარაფერი გამოვა თუკი დეპრესიას საქსოვი ჩხირებით შეებძოლები.

  მოვლენათა პერიპეტია მაბნევს.

 როგორ მაღიზიანებს ჩემი მტაცებლური ეგოიზმი, რომელიც მწყობრ და შეზღუდულ ესთეტიკას აფორიაქებს.

ალბათ ცხოვრებაში რელევანტურია არეული გრძნობის პაციფიკაციაარ უნდა მიმართო რემინისცენციასშლეგურ მსჯელობას მძაფრი კონვულსიური მოძრაობა, აღტაცებული თვითჭვრეტა,აბსტრაქტული აზრები, მატირანიზირებელი ძალა და არაკოჰერენტულობა მოჰყვება.

და ისევ მეორე "მეს" ამოძახილი - შეეშვი ფიქრს!!!

No comments: