Sunday, July 11, 2010

ბოდვათა აპოგეა




  არ ვიტყოდი უარს ეს ზაფხული ესკიმოსებთან გამეტარებინა. ვგრძნობ რაღაც დოპინგის მსგავსი მჭირდება, რომელიც ჩემს მიძინებულ ენერგიას გამოაფხიზლებს. შესაძლოა ეს ენდორფინია, რომელიც ჩემი გაზაფხულის შემოდგომას წინ აღუდგება, მხოლოდ ამინდი არ არის პანაცეა.

  ეს დაუსრულებელი ინსომნია ნელ-ნელა ჩემს ვითომ მყარ ფსიქიკას  ძირს უთხრის.  რა საზიზღარი ფენომენია ადამიანი! რატომ ვეგუები ყველაფერს? ეს მორჩილი შემგუებლობა მრავალსახოვნად მაღიზიანებს, ყველაზე უარესი ის ფაქტია, რომ ვერ ვახერხებ სურვილისამებრ ვიმოქმედო. მინდა მშვიდად მეძინოს და ხუთიათასჯერ არ გამომეღვიძოს. არ გეგონოთ ეს გამგუდავი სიცხის ბრალია. როგორც ზემოთ ავღნიშნე. ჩემს ფსევდო-მდგრად ფსიქიკას მიუძღვის წვლილი ამ არასასიამოვნო პროცესში...

  არ დაადგა ფეხი ჩემს შეშლილ  ტერიტორიას. ნუ ეძებ ფათერაკებს, უბრალოდ საწყის პოზიციას დაუბრუნდი. შენ გეხება ეს, ვინც კითხულობს ამ სიცხით გათანგულ ნაბოდვარს. მე შეშლილ სივრცეში შეშლილი დავაბოტებ მთვარეულივით, მძინავს ლიტოტით ნაქსოვ ბადეში, რა თქმა უნდა ძილი აქაც უტრირებულია...ზოგჯერ ისეთი განცდა მეუფლება თითქოს გაუცხოება და გარიყულობა ვშობე და შედეგად ბევრი რამ დავკარგე.

 ამ ბოლო დროს ფანტაზიამ მიმატოვა, მუზებიც გადაეჩვივნენ დაწიოკებას.

No comments: